გიორგი გახარია: საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს

მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ გახსნაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სამშვიდობო მისიაში, როგორც ევროკავშირი ეგიდით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით. და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულად დაიცავენ მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წვრთნები არავის წინააღმდეგ არის მიმართული და მათი მიზანი საქართველოს სამხედრო ძალების გაძლიერებაა.

Facebook Comments

ახალი დადებული