თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული ამორჩევლები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება შესაძლოა, მიეცეთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულმა ამორჩევლებმა ხმის მიცემის უფლებით შესაძლოა, ვერ ისარგებლონ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჟვანიას თქმით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე არსებობს მუხლი, რომლის თანახმადაც სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება – არ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამასთან ჟვანიას განცხადებით, ის ფიქრობს, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფ ამომრჩეველს მისი უფლების რეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული, რომ კოვიდინფიცირებულს ჰქონოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა. თუმცა, ცალკე საკითხია საკარანტინო ზონები და კარანტინის სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები. სხვათაშორის ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე ეს მუხლი არსებობს, სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება – არ ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაეფუძნება, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მე ვფიქრობ, რომ კარანტინში მყოფი ამომრჩევლების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს გავიგე, რომ შესაძლებელია არსებობდნენ კოვიდინფიცურებულები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ისინი საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცესკოს დიფერენცირება მოუწევს. ვისაუბრებთ პოლიტიკურ პარტიებთან, დამკვირვებლებთან სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რა იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთის მხრივ, თვითონ კომისიის წევრებსაც მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და დამკვირვებლებსაც“, – განაცხადა ჟვანიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული