ინაშვილი: ამიერიდან ხატი, რომელიც თავად დევნილი აღმოჩნდა, იქნება დევნილთა შემწე

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„ილორის ღვთისმშობელი გადმოვაბრძანეთ, ამიერიდან ეს ხატი, რომელიც თავად დევნილობაში აღმოჩნდა, იქნება დევნილთა შემწე… გიხაროდენ! არასდროს დამავიწყდება ეს დღე“.

ცნობისთვის, ხატი, რომელიც ირმა ინაშვილმა აფხაზეთში ილორის მონასტერს შესწირა, ორგანიზაცია არუაასა და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ილორის ტაძრიდან გამოიტანეს და ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვებ პუნქტთან,მესაზღვრეებს გადასცეს.

Facebook Comments

ახალი დადებული