ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2019 წლის 12 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. მას 17 დეკემბერს 20:10 საათზე გული გაუჩერდა.

Facebook Comments

ახალი დადებული