მცხეთა – მთიანეთში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მოსახლეობას ხვდება


საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ დულუზაურების, ჩაბანოს, გოჯიანების,  სხლოვანის, კვერნაულას და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. 

შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლის  განხორციელებასაც „ქართული ოცნების“ გუნდი მცხეთა – მთიანეთის მუნიციპალიტეტში აპირებს. 

როგორც ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა,  საქართველოს ხელისუფლების  გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებს მთის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ,  რაც გაზრდილ პენსიას და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს. მისი თქმით,  ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითვე სოფლებში მოგვარებულია საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის და გაზიფიცირების პრობლემა.,,ამ სოფლებში „ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. აქ  პირველი რიგის პრიორიტეტებად სხვა საჭიროებები  – გარე განათებების, სპორტული მოედნების და სკვერების მოწესრიგება დგას,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული