საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე შემცირდა

საკარანტინო სივრცეებში ყოფნის დღეების რაოდენობა 14-დან 8 დღემდე შემცირდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდიონაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, 8 დღის შემდეგ უცხოეთიდან შემოსულმა ადამიანებმა უნდა ჩაიტარონ PCR-ტესტირება, მე-9 დღეს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი დატოვებენ საკარანტინო სივრცეს, 12 დღის თავზე კი მათ განმეორებითი PCR-ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

„ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული