შესაძლოა უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებს სასტუმროებში უმკურნალონ

კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე პაციენტები, შესაძლოა, სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებში გადაიყვანონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მათი მკურნალობა შესაძლოა, სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებში, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდეს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1315 გამოჯანმრთელებულია, 19 გარდაცვლილი.

Facebook Comments

ახალი დადებული