აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. 

რუსუდან შავიშვილის თქმით, ბოლო დღეებში მინისტრს ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია.

,,არანაირი შეხება არ ჰქონდა მინისტრს 2 კვირით ადრე, მისი სამსახურებრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. თავდაპირველად იყო კვლევაში და იყო უარყოფითი. განმეორებითი კვლევით დადგინდა და ისიც არის სტაციონარში”, – განაცხადა შავიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული