ვაშაძე: გიგა ბოკერია ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით, ყოფილი თანაგუნდელის „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სახელმწიფო სადაც არაფერი იყო დარჩენილი ტელეფონის კოდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა,ააკაშვილმა ეფექტურად ქვეყნად აქცია. 

ვაშაძე ამბობს, რომ მას არ აინტერესებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებები.

„სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ ეს ამ წუთში მაღელვებს, მაღელვებდა და ამაღელვებს მომავალში ყველაზე ნაკლებად. აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის განცხადებები მახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. რაც უნდა ის განაცხადონ, მათი კონსტიტუციური უფლებაა. აბსოლუტურად არ მაინტერესებს არც „ევროპული საქართველოს“ ბროშურა, არც მათი განცხადებები და არც მათი არაფერი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის წუხილი ის კი არ არის, რომ ხელისუფლებაში არ არის დღეს, არამედ მისი მთავარი წუხილია მაქსიმალური შესაძლებლობების პერიოდში ბევრი საქმე დარჩა გაუკეთებელი. გიგა ბოკერია ამ წუთში მე მაინტერესებს ისე როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი. მე ვლაპარაკობ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და იმაზე რაც საქართველოს მოქალაქეს ანერვიულებს“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 7 სექტემბერს თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისეთ პირობებში დაბრუნდება სამშობლოში, როდესაც დაპირისპირებას და არეულობას არ გამოიწვევს.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის იტვირთოს პრემიერის ფუნქცია, თუმცა მხოლოდ 2 წლით. სააკაშვილის განცხადებას მისი ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და მას სადღეგრძელო უწოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული