ზ.ხ-ს მამა პროკურატურასთან თავის დასაწვავად ბახილებით და სამედიცინო ხალათით მივიდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე პროკურატურასთან მივიდა და პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. ხომასურიძე თავის დაწვით დაიმუქრა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა.

„პროკურორი მომიყვანონ, გამოვიდეს წარმომადგენელი, დაველაპარაკო. ჩემი შვილის საქმეს გამაცნონ. შენიშვნისთვის გამომაგდეს სასამართლო დარბაზიდან. პროკურორი მომიყვანონ და ჟურნალისტების თვალწინ კითხვა უნდა დავუსვა“, – განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული