თორნიკე რიჟვაძე: ბათუმისა და რეგიონის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას

„არც ბათუმისა და არც რეგიონის ჩაკეტავ დღის წესრიგში არ დგას“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

„დღეის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც ხელისუფლება ასევე ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად ბოლომდე აკონტროლებს შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ამიტომ დღეს დღის წესრიგში არ დგას არც ბათუმის, არც შესაბამისად რეგიონის ჩაკეტვა. ჩვენი პროპორციული გადაწყვეტილებები არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ ყოველგვარი ჩაკეტვის გარეშე ეფექტურად ვმართოთ პროცესი და ეპიდემიოლოგიური კერების ლოკალიზებასაც მალევე მოვახდენთ, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 7 სექტემბერს კოვიდვირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Facebook Comments

ახალი დადებული