კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო რესტორანი „რესპუბლიკა“ დაიკეტა

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე რესტორანი „რესპუბლიკა“ დაკეტეს.

როგორც „ქრონიკასთან“ ობიექტის მენეჯერი აცხადებს, არის ეჭვი, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“ აქვს. მისი ტესტირების პასუხი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა პრევენციის მიზნით, ტესტირება ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს. მისივე თქმით, შეზღუდულია შენობაში შესვლა და გამოსვლა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული