პენტაგონს მხოლოდ ომები სურს, რათა იარაღის მწარმოებლები გააბედნიეროს

President Donald Trump speaks during a news conference on the North Portico of the White House, Monday, Sept. 7, 2020, in Washington. (AP Photo/Patrick Semansky)

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ომი- ერთადერთია, რაც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უნდა, რადგან ეს იარაღის მწარმოებლებს აბედნიერებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში კონფერენციის დროს განაცხადა.

„მე არ ვლაპარაკობ, რომ არმია ჩემზე გიჟდება, მაგრამ ჯარისკაცები- დიახ! ადამიანები პენტაგონში, სავარაუდოდ – არა, რადგან მათ ომის გარდა არაფრის კეთება არ უნდათ, რათა ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ბომბებს, თვითმფრინავებს და სხვა დანარჩენს გაბედნიერდნენ“,-განაცხადა ტრამპმა.

მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ტრამპი სამხედროების მხარდაჭერას კარგავს. Military Times-ის გამოკითხვით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ბაიდენს მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

Facebook Comments

ახალი დადებული