საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და – 1321 ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

Facebook Comments

ახალი დადებული