ბათუმი ჩაიკიტება? – უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია

ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

“ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას. დღეს მთელ მსოფლიოში ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა. ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება, მართვა და მეორეს მხრივ, აუცილებლად ეკონომიური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული