ბათუმში სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.

„თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამ დროისთვის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ეპიდემიოლოგები წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული