გამყრელიძე: წინ სერიოზული გამოცდა გველის

„მთავარია, რომ ეს პროცესი ქვეყანაში მართვადია, ეს ჩვენი გამოცდაა. გამოცდას გავდივართ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პირდაპირ გეუბნებით ეს ყველაფერი მართვადია. ვპროგნოზირებდით, რომ აგვისტოს ბოლოს გვექნებოდა შემთხვევების ზრდა, იმასაც ვპროგნოზირებდით, რომ ეს ყველაფერი აჭარიდან დაიწყებოდა. წინ სერიოზული გამოცდა გველის, მობილოობის ზრდა იქნება, მომავალ კვირაში სწავლის დაიწყება. რეკომენდაციები რაც არის დღეს დადგენილი სწავლასთან დაკავშირებით საკმარისია თუ ამ ყველაფერს დავიცავთ. მნიშვნელოვანია ყველა სკოლაში იყოს კარგი სანიტარული პირობები, ბავშვებს უნდა შეეძლოთ ხშირად ხელების დაბანა, სანიტაიზერებით დამუშავება, არ შეიძლება სიცხიანი ბავშვი მშობელმა გაუშვას სკოლაში, არ შეიძლება ბავშვს მშობელი შიგნით შეჰყვეს სკოლაში. მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა თავიანთი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი აწარმოონ“, – დასძინა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

Facebook Comments

ახალი დადებული