კადრები 2019 წლისაა და გამომგზავნი ადვოკატს KARABAXI-ს სახელით ჰყავს „ვოთსაფზე“ დამატებული

სოციალური ქსელის, „თბილისის ფორუმის“ მომხმარებლები ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ სატელიტის კადრების გასაჯაროებას ეხმაურებიან. ფორუმელები წერენ, რომ კადრები 2019 წელსაა გადაღებული და პირი, რომელმაც ეს კადრები ადვოკატს გამოუგზავნა, რამიშვილს „ვოთსაფზე“ karabaxi-ს სახელით ჰტავს დამატებული.

„ის რაც ფორმულაზე გადაიცა, სადაც კოდალა ადვოკატს ვითომ ვიღაცამ გამოუგზავნა სატელიტის ფოტოები, თან ეს ვიღაცა whatsupp-ზე ჰყავს ყარაბახის სახელით )). თბილისის ფორუმზე უკვე დადეს ამ ფოტოების კადრები და დაამტკიცეს რომ ეს არის ფეიკი და არის 2019 წელს გადაღებული !! ძალიან ცუდ რამეებს კადრულობენ, ესეც არის ცრუ ჩვენება და წესად ასეთ სიცრუეზეც უნდა იყოს სასჯელი“,-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ფორმულაზე“ გაასაჯოროვა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს ტყეში, სადაც მოგვიანებით ის აღმოაჩინეს, არ დგას. მისივე თქმით, 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მანქანა. 

სოციალურ პლატფორმაზე „თბილისის ფორუმი“ მომხმარებლებმა „ფორმულაში“ გასული კადრი გაადიდეს, სადაც ადვოკატი ჟურნალისტებს აჩვენებს ტელეფონით მიღებულ შეტყობინებას. კადრში ჩანს შეტყობინების ავტორი0 KARABAXI .

Facebook Comments

ახალი დადებული