ირაკლი ღარიბაშვილი: ცხინვალში, ბრძოლის ველზე ბიჭები იხოცებოდნენ და სააკაშვილი თავის მინისტრებთან ღლიცინებდა

პანდემიისას, ჯარში, ისევე, როგორც ყველა სხვა სტრუქტურაში მკაცრად იყო დაცული ყველა რეგულაცია და სრულდებოდა ძალიან დისციპლინირებულად. საზოგადოებაში ჩვენი ჯარი ძალიან ღირსეულად იყო წარმოდგენილი. პოლიციასთან ერთად, ჩვენი ჯარი 85 გამშვებ პუნქტს მართავდა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„აქაც ვაჩვენეთ განსაკუთრებული დისციპლინა, რომელიც ჩვენს სამხედროებს აქვთ. რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემია ერთ ე რთი მთავარი გამოწვევაა, რომელმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ესაა კრიზისი. ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ომის დროს, როცა შემოვიდა რუსის ჯარი, ჩვენი სამხედროები ლომებივით იბრძოდნენ და ჩვენი ღირსეული სარდლები გმირულად იბრძოდნენ, მართავდნენ ყველაფერს იმ ძალითა და რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნდა. რეალურად, მთელი ეს ჯარი წავიდა თავგანწირვაზე, რომ დაეცვა ჩვენი ქვეყანა.

რა წამსაც ჩაერივნენ გაუგებარი ინდივიდები, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ბოკერია, უგულავა თუ სხვები… კარგად გვახსოვს, როგორ იქცეოდნენ: ცხინვალში, ბრძოლის ველზე ბიჭები იხოცებოდნენ და კარგად გვახსოვს, ვითომ უშიშროების საბჭო როგორ ჩაატარა საკაშვილმა და როგორ ღლიცინებდა თავის მინისტრებთან. ესაა ამ ადამიანების რეალური სახე და მაშინ სამხედროები გასწიეს ომის პროცესში. ეს იყო ღალატი. მერე დატოვეს ჩვენი სამხედროების, გმირების ცხედრები, რომ არა პატრიარქი, ვერ გადმოასვენეს. როცა მთავარდსარდალი მიწაზე გართხმული, ფორთხვით აჩვენებ საკუთარ სახეს, შეშინებული და ლაჩარი სახით წარდგება ჯარის წინაშე, შემდეგ ხალხს დააყენებს „მიშას“ ძახილით, გულისამრევ კონცერტს გამართავს, ის ადამიანი არათუ პოლიტიკაში დაბრუნებას იმსახურებს, ასეთი სამარცხვინო, ლაჩარი, ავადმყოფი ადამიანი ძალიან დიდ სასჯელს იმსახურებს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული