კვლევის მიხედვით, ბავშვებში ტყვია მომატებულია

კვლევის შედეგად გამოვლინდა რიგ რაიონებში, განსაკუთრებით რეგიონებში ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატება, რაც ნამდვილად საყურადღებოა, – ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ტყვია ორგანიზმში გარემოდან ხვდება: წყალი, ჰაერი, ნიადაგი.

მისი თქმით, კომიტეტმა გადაწყვიტა სიღრმისეულად მოეკვლია, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტყვიის მოხვედრის პოტენციური წყაროები ბავშვის ორგანიზმში.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა რიგ რაიონებში, განსაკუთრებით რეგიონებში, ბავშვებში, ტყვიის შემცველობის მატება, რაც ნამდვილად საყურადღებოა. ტყვია ორგანიზმში ხვდება გარემოდან: წყალი, ჰაერი, ნიადაგი. გადავწყვიტეთ, რომ კომიტეტს სიღრმისეულად მოგვეკვლია თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტყვიის მოხვედრის პოტენციური წყაროები ბავშვის ორგანიზმში.

სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაციები შეიმუშავა. მთავრობამ 6 თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა ტყვიის ტოქსიკური კონტროლის შესახებ, რაც ყველა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობას მოიცავს. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ 6 თვის განმავლობაში, გააკეთოს პილოტური პროგრამა, რომელიც გამოიკვლევს, თუ გარემოს რომელი ფაქტორიდანაა ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული