კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა

კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობა აიკრძალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა ღია ცის ქვეშ გასამართ ღონისძიებებს ეხება, ხოლო დახურულ სივრცეებში 200 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვა ისედაც ძალაში იყო.

აკრძალვა, ხვალიდან, 10 სექტემბრიდან შევა ძალაში, ხოლო დარღვევაზე შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

ნათია მეზვრიშვილმა მოქალაქეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული