ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ვიკა ბუკია ადასტურებს.

მისი თქმით, დაინფიცირების წყარო უცნობია.

ვიკა ბუკიას განცხადებით, ორივე თავს კარგად გრძნობს.

“როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა, დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი” , – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს.

პარლამენტის შენობაში გატარდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

Facebook Comments

ახალი დადებული