მიხეილ რამიშვილი: იქნება და, ჩემს შვილს ჰქვია კარაბაკი

იქნება და ჩემს შვილს ჰქვია კარაბაკი,-ასეთი პასუხი გასცა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ ვინ არის პირi, რომელმაც სატელიტით გადაღებული ფოტოები გაუგზავნა.

რამიშვილი ჟურნალისტების რეპლიკამ გააღიზიანა, რომლებმაც უთხრეს, რომ ეთერში გასულ სიუჟეტში გამოჩნდა, რომ ეს პირი რამიშვილს მობილურში „ყარაბაღი“-ს სახელით ჰყავს დამატებული. 

„გაინტერესებს ვინ არის? პერსონალური ინფორმაციის ჩიჩქნა არ არის კარგი, კიდევ რა გაინტერესებთ, ჩემი ზედმეტსახელი არ გაინტერესებთ? იქნება და ჩემს შვილს ჰქვია „კარაბაკი“? ამ პიროვნებამ ჩემს შვილს გადაუგზავნა და იმან მე გადმომიგზავნა“,-აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

შეგახსენებთ, სატელიტით გადაღებული კადრები, რომლის მიხედვითაც მიხეილ რამიშვილი ამტკიცებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილზე არ ჩანს, სადაც ცხედარი იპოვეს, 2019 წელს გადაღებული აღმოჩნდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული