მოგვიწევს, თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გადადება

წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიებელი არსებული რეალობიდან გამომდინარე არ გაიმართება.

„გადაწყვეტილება მივიღეთ თბილისობის ღონისძიებასთან დაკავშირებით. თბილისობა იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომელიც მხოლოდ ლაივ-რეჟიმში გადაიცემა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: