მოლდოვის მთავარი ეპიდემიოლოგი: კორონავირუსმა მხოლოდ ისინი იმსხვერპლა, ვინც სხვებს ტვირთად ეწვნენ

მოლდოვის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლაე ფურტუნემ განაცხადა, რომ კორონავირუსმა მხოლოდ ისინი იმსხვერპლა, ვინც გარშემომყოფებს ტვირთად ეწვნენ.

„არ მინდა, რომ ვინმემ ცინიკოსი მიწოდოს, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსმა მხოლოდ ისინი იმსხვერპლა, ვინც გარშემომყოფებს ისედაც ტვირთად ეწვვნენ. ეს ადამიანები სიმსივნის ბოლო სტადიას, მძიმე დიაბეტს, გულის და სისხლძარღვთა პათოლოგიებს ებრძოდნენ. ასე მოხდა საფრანგეთში, იტალიასა და, სამწუხაროდ, მოლდოვაშიც“, – განაცხადა ფურტუნემ.

ამ განცხადების შემდეგ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მისი გადადგომა მოითხოვეს. ფურტუნემ თავის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ მას სხვა რამის თქვა სურდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მას გადადგომისკენ პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა მოუწოდა, ფურტუნემ თანამდებობა დატოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული