ნათია თურნავა – ვიპოვეთ ოქროს შუალედი, როგორ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ვმართოთ ეპიდემია – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სრული დაკეტვა არ დაგვჭირდეს

ვიპოვეთ მეტად დაბალანსებული მიდგომა, ოქროს შუალედი, როგორ არ შევზღუდოთ ბიზნესი და როგორ ვმართოთ ეპიდემია. ჩვენ არ გადავალთ ჩვენს პოზიციას და დარწმუნეული ვარ, მოვახერხებთ მდგომარეობის მართვას ისე, რომ ბიზნესს მინიმალური ზიანი მიადგეს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეკონომიკის სრულად კიდევ ერთხელ ჩაკეტვა საჭირო არ გახდეს. მისივე თქმით, ქვეყანა ფინანსურად „ნებისმიერი სცენარისთივის“ უზრუნველყოფილია.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელმეორედ სრული დაკეტვა არ დაგვჭირდეს. ამ პერიოდში არა მხოლოდ წერტილოვნად ვრეაგირებდით ამ გამოწვევაზე, არამედ ვისწავლეთ მისი მართვა. რას ნიშნავს ვისწავლეთ – ეს არის ჯანდაცვის სისტემის მეტი მზაობა, ეს არის უფრო მეტი ტესტები, რომელიც გვაქვს და გარკვეულწილად ანაცვლებს სხვა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, ეს არის რეაგირების სწრაფი ალგორითმი, წერტილოვანი და არა ისე, რომ მთელი დარგის ან დიდი რეგიონის დაკეტვა დაგვჭირდეს. მეორე ტალღა მოდის და იზრდება შემთხვევები, მაგრამ ჩვენთვის ეს ნაკლებ გამოწვევას წარმოადგენს დღეს, ვიდრე პანდემიის დასაწყისში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია, მაგალითად, დროებით გადავდოთ სწავლების პროცესის დაწყება კონკრეტულ არეალში.

როდესაც მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ ჩვენ დაგიცავთ პანდემიისგან, დავიცავთ სიცოცხლეებს, თქვენს ჯანმრთელობას, იმასაც ვამბობდით, რომ ვისწავლით ყველა ერთად, რომ ვიცხოვროთ ინფექციასთან ერთად. ჩვენ, ცალკე აღებული ქვეყანა, ეპიდემიას ჯერჯერობით ვერ გავაქრობთ, მაგრამ ვისწავლით მასთან ერთად ცხოვრებას. იმის გარეშე, რომ ზედმეტად მკაცრი ღონისძიებები გამოვიყენოთ და ამის შედეგად დარტყმა მიადგეს ბიზნესს, ჩვენ ახლა პარალელურად ვმართავთ ეპიდემიას და ამავდროულად, ვაღწევთ პოზიტივს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის – ინვესტიციების ზრდა, ახალი საწარმოები, როემლიც იხსნება, თუნდაც შიდა ტურიზმი, რომელიც გამოწვევების მიუხედავად არ შევზღუდეთ და მივეცით საშუალება ტურისტულ ინდუსტრიას, რომ ემუშავა“,- განაცხადა თურნავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული