რომან კაკულია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხანდახან ისე გელაპარაკება, გეგონება, სხვა ქვეყანას წარმოადგენს შენს ქვეყანაში

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხანდახან ისე გელაპარაკება, გეგონება, სხვა ქვეყანას წარმოადგენს შენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ   „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

რომან კაკულიას შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე უკიდურესობაა, თუმცა, მათ აღნიშნული მოტივაციის შექმნაში „ვერ ასწრებს“.

რომან კაკულიას თქმით, მთავარია ხალხმა ქვეყანა ანდოს პოლიტიკურ ძალას, რომელიც შიდა მოტივაციებით იმართება.

„არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთა ქმედებასაც რომ ვუყურებ, მგონია, რომ ისინი სხვა ქვეყანას წარმოადგენენ ჩემს ქვეყანაში და არა პირიქით. „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ხანდახან ისე გელაპარაკება, გეგონება სხვა ქვეყანას წარმოადგენს შენს ქვეყანაში. „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება, მეორე უკიდურესობაა, თუმცა მათ ნამდვილად ვერ ასწრებს ამ მოტივაციის შექმნაში. როდესაც ადამიანები საკუთარი აზროვნებით კი არ იმართებიან, არამედ მათი პოლიტიკური ხედვის ავტორები არიან რაღაცა….

„ჯერ თავო და თავო“, ხომ გაგიგიათ, ქვეყნებიც ასე არიან. შენ თუ ქვეყანას შენი მოტივაციით არ წარმოადგენ, იმიტომ კი არა რომ ის სხვა ქვეყანაა, ან ბოროტი განზრახვით არის შენ მიმართ, ის საკუთარ მოტივაციაზეა. მთავარია, რომ ქვეყანა ხალხმა ანდოს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შიდა მოტივაციებით იმართება, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანია და არ ჰგავს სხვა ქვეყნის წარმომადგენლობას ქვეყანაში“, – განაცხადა კაკულიამ.

რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს.

„ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში მართლა უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის, ორპოლუსიანობა არის „ქართული მარში“ და „გირჩი“. ეს არის ორი პოლუსი, რომელიც უნდა დამთავრდეს. ვიდრე ჩვენ ამ ორი პოლუსის გარჩევამდე არ მივალთ, პოლიტიკური პროცესი არც კი შედგება საქართველოში. არის ის, რასაც გირჩი მხოლოდ დადებითს ამბობს და ამ ხედვაში რა ფასია გადასახდელი არ ამბობს, არის რაღაც პოზიტიური წამოწეული მაგალითად, „ქართული მარშის“ მიმართ, მაგრამ ამაში რა ფასი უნდა გადავიხადოთ, არავინ ამბობს. შუაში კი არის უშველებელი სივრცე, რომელიც უნდა შეივსოს“, – განაცხადა კაკულიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული