საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე თამაში მოიგო

ვასილ მაისურაძის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ლიხტენშტეინის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

პირველი ბურთი გორის „დილას“ თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი დავით სამურკასოვმა დააფიქსირა.

შვიდი ტურის შემდეგ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 9 ქულით, ჯგუფში მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს თბილისში შვეიცარიასთან გამართავს.

Facebook Comments

ახალი დადებული