ცაგერის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნო

ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ
ვითარებას ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’
მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ადგილზე
გაეცნო.
„ამ ეტაპზე ინფიცირებულ პირებთან შემხებლობაში მყოფი
ყველა კონტაქტი გამოვლენილია და ჩატარებულია პისიარ
ტესტირება. პირველივე კონტაქტების გამოვლენისას დროულად
მოხდა სავარაუდო ინფიცირებულთა თვითიზოლაცია და
თანმიმდევრულად განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება.
მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ლაჯანა, ორბელი,
ლეშკედა და სპათაგორი. ვიმედოვნებთ, მუნიციპალიტეტში
შევინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და მკაცრი ზომების
მიღება არ გახდება საჭირო“ – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში კორონავირუსი 5
ადამიანს დაუდასტურდა.
მუნიციპლიტეტში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები
თბილისში გამართულ ხალხმრავალ ქორწილს უკავშირდება.

Facebook Comments

ახალი დადებული