ხვალიდან იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები ღია სივრცეშიც აიკრძალება

ხვალიდან იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, ამიტომ უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესებისა და ცალკეული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში. რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება. ეს ობიექტები 15 სექტემბრიდან და 1 ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მათი გახსნა 1 თვით გადაიდო. შესაბამისად, თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1-ლი ნოემბრიდან გაიხსნება.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ ე.წ. სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. გვესმის, რომ ეს დისკომფორტს შეუქმნის ადამიანების ნაწილს, მაგრამ ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. დახურულ სივრცეებში ეს შეზღუდვა ახლაც მოქმედებს, ხვალიდან კი ის ღია სივრცეებზეც გავრცელდება“ , – განაცხადა მეზვრიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული