ბათუმში სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს COVID -19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგიური სამსახურების მიერ დაწყებულია ინფიცირების წყაროს კვლევა. ამ დროისთვის, იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.

,,COVID-19-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დადასტურებია. ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, კვლავ ტარდება განმეორობითი კვლევა ვირუსზე.

ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა COVID-19-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ უწყებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული