გია აბაშიძე: პროფესიონალები, გამოცდილები, მძიმეწონიანი სპეციალისტები თავიანთ სფეროებში – ესაა “ქართული ოცნების” პირველი ოცეული

გიორგი გახარია რომ შეუდარებელი, ძლიერი მენეჯერი პრემიერია, ამას მისი ოპონენტებიც აღიარებენ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენას ეხმიანება.

მისი თქმით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მმართველი პარტია ზედიზედ მესამე ვადით დამაჯერებლად გაიმარჯვებს და დარჩება ხელისუფლებაში.

,,მიხარია არაერთი ახალი პიროვნების გამოჩენა მმართველ გუნდში. დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლოს მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ საბოლოო სიაში კვლავაც გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები იქნებიან წარმოდგენილნი. წარმატებები “ქართულ ოცნებას” 31 ოქტომბერს. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მმართველი პარტია ზედიზედ მესამე ვადით დამაჯერებლად გაიმარჯვებს და დარჩება ხელისუფლებაში”,- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული