ვწევარ კოვიდ19-ის დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: “ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო”

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მკურ­ნა­ლო­ბას ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დის. იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ მათი შემთხვევა დღეს გა­მოვ­ლე­ნილ 57 შემ­თხვე­ვას შო­რის არი­ს.

“ახლა ვფიქ­რობ რამ­დე­ნი რამ გა­ვი­ა­რე სა­ნამ აქ მოვხდე­ბო­დი. ვნა­ხე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­რუ­მის ცა­რი­ე­ლი ტრი­ბუ­ნა ტე­ლე­ვი­ზორ­ში, 27 თე­ბე­რვალს და პა­უ­ზა, სა­ნამ გა­მო­ვი­დოდ­ნენ და გვე­ტყოდ­ნენ, რომ კო­რო­ნა ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მერე ის ირა­ნე­ლი კაცი?! რომ შე­მო­ვარ­და და გა­ვარ­და. და მერე რომ ჟურ­ნა­ლებ­ში და­ი­ბეჭ­და და მოყ­ვა რა თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

“გე­ფას კაცი” გახ­სოვთ? მერე სკო­ლა შე­წყდა. მერე ცხოვ­რე­ბა. მერე ქუ­ჩა­ში სი­ჩუ­მე დად­გა. რამ­დე­ნი ხე­ლის და­ბა­ნა, რამ­დე­ნი დას­პირტვა, ყვე­ლაფ­რის გა­და­დუ­ღე­ბა, გა­მო­ხარ­შვა, წმენ­და ბავ­შვე­ბის, გლო­ვოს კუ­რი­ე­რის, პრო­დუქ­ტე­ბის.. კლას­ტე­რე­ბის კვლე­ვა.

და კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა. სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბის შოვ­ნა ლე­ვად, პრა­ვად, მერე დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე­ე­ბი? ხან თხე­ლი, ხან სქე­ლი, ხან ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი. პირ­ბა­დე? ჭრე­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შავი, თეთ­რი, ყვე­ლა­ზე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ახა­ლი 4, ახა­ლი 10, ახა­ლი 40 შემ­თხვე­ვა. მერე გრძე­ლი და ერ­თნა­ი­რი დღე­ე­ბი და ჩვე­ნი ხუმ­რო­ბე­ბი – მა­კა­რონ­ზე, აგ­რო­ჰაბ­ზე, და რა ვიცი კი­დევ რამ­დენ რა­მე­ზე.

მერე გაჩ­ნდა ნი­ნია. კა­რან­ტინ­ში. და ვე­რაფ­რით ვხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და ჩემს თავს. მერე გა­მო­ვე­დით და ჰა­ე­რი ჩავყლა­პეთ. და და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა მეც. ახა­ლი ­გა­დაცე­მა. სამ­ზა­დი­სი და ბრახ.

ახლა აქ ვწე­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დღეს რომ გა­მოვ­ლინ­და იმ 57-ში მე და ლე­ვა­ნიც ვართ… რა უც­ნა­უ­რია. ბო­ლოს, მა­ინც მი­ვირ­ბი­ნე იქ, სა­ი­და­ნაც გავ­რბი­ვარ ბოლო ნა­ხე­ვა­რი წე­ლია.

ჰოდა, ბო­ჭო­რიშ­ვილ­ში ვწე­ვარ “კო­ვიდ19” დი­აგ­ნო­ზით და ვი­ღა­ცე­ე­ბი მწე­რენ მა­ინც: “ნუ გე­ში­ნია, ვიკა, არა­ფე­რი არ გჭირს, არ არ­სე­ბობს ეს კო­რო­ნა” – წერს ბუ­კია.

Facebook Comments

ახალი დადებული