იოსებ ხახალეიშვილი: თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის

“ქართული ოცნების “ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.

იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო პროგრამა და სტრატეგია ამჯერად წერეთლის, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩების მაცხოვრებლებს გააცნო.

“წერეთლის ქუჩა ყველასთვის საყვარელი კოლორიტული ქუჩაა ქუთაისში, მის მსგავსად უსაყვარლესი ადგილია ხარების ეკლესია, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩები, ქალაქის ცენტრი და გულია. ეს ქუჩები არაერთხელ განახლდა და გამშვენდა, თუმცა მოგეხსენებათ, ძველ უბნებს თავისი დამახასიათებელი პრობლემები გააჩნია.

აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებს დღევანდელ შეხვედრაზე გავაცანი ჩემი პროგრამა, სტრატეგია და სურვილი მათი ჩართულობისა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხში. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Facebook Comments

ახალი დადებული