რა გინდათ, ხალხო, გავწიროთ ჩვენი ახლობლები, ჩვენი უფროსი თაობა? – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას მასობრივი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.  

“ჩვენი ახლობლები, ჩვენი ხანშიშესული თაობა, ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, გავწიროთ?! ხომ არ უნდ გავწიროთ ეს ადამიანები. დავიცვათ ელემენტარული წესები, რომ ამ ადამიანებს მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა იმნაძემ. 

მისი თქმით, საზოგადოებას წესები რომ დაეცვა, ახლა ქვეყანაში განსხვავებული სურათი იქნებოდა. 

„რომ დაცულიყო ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, „ვისწავლოთ კორონასთან ერთად ცხოვრება“, „მაქსიმალურად ნიღაბი გამოვიყენოთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში“, „დისტანცია დავიცვათ“ ეს სურათი არ გვექნებოდა” – ამბობს იმნაძე. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული