საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რვა ერის“ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

უკვე ცნობილია „ბორჯღალოსნების“ მეტოქეთა ვინაობაც. გახსნით შეხვედრას 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. 21 ნოემბერს, მეორე მატჩში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალურ მატჩს დეკემბერში გამართავენ.

საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას უკვე გამოეხმაურა სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

„უდიდესი სიხარულით მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას ეს საამაყო ამბავი – ჩვენი მორაგბეების მონაწილეობა „რვა ერის“ პრესტიჟულ ტურნირში. ეს ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარებაა და ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში რაგბი კარგად ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს. რაგბის წარმატება დიდწილად ეფუძნება ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფოს უდიდეს მზრუნველობას“, – განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული