„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარედ კი არჩილ თალაკვაძე დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარედ კი არჩილ თალაკვაძე დაასახელა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე ითქვა.

ამასთან, პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სიის პირველი ნომერია გიორგი გახარია, ხოლო მეორე ნომერი  – არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე ოლქში წარადგინა.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული