მორიგი ბოდვა და ამჯერადაც უნიჭო მცდელობა ტყუილისა-ვინ არის სქრინზე გამოსახული პირი?

მორიგი ბოდვა და ამჯერადაც უნიჭო მცდელობა ტყუილისა,-ასეთი სათაურით აქვეყნებს ფეისბუქგვერდ unofficial rusTavi5 სტატუსს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა პაციენტი, ტვ-პირველი კი, გიორგი გახარიას სიმამრის დაკითხვას ითხოვს, რადგან ის ამავე კლინიკაში მუშაობს ექიმად.

„ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც პარალელურად სიმსივნის დიაგნოზიც ჰქონდა . გარდაცვლილის ოჯახმა უარი განაცხადა ცხედრის ექსპერტიზაზე და მომხდარის გამო ვინმეს მიმართ პრეტენზია პოლიციისთვის არ დაუფიქსირებია.

და ტვ პირველი სრულიად უკონტექსტოდ იმეორებს და იმეორებს რომ ამ კლინიკაში მუშაობს გიორგი გახარიას სიმამრი, რომელიც არც კი იყო გარდაცვლილი პაციენტის ექიმი, არც საავადმყოფოს მთავარი ექიმია და საერთოდ გარდაცვლილ პაციენტთან შეხება არ ჰქონია.

ტვ პირველი მაინც პაციენტის სიკვდილთან გახარიას სიმამრს აკავშირებს და საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ითხოვს.

და ბოლოს, სიუჟეტში სწორი ფოტოც კი ვერ ჩასვეს, სქრინზე გამოსახული პიროვნება არც გახარიას სიმამრია, არც პაციენტი, არც მთავარი ექიმი. საერთოდ სხვა ადამიანია.

რეკორდებს ხსნიან ტყუილებში ,,მთავარი” და ,,პირველი” დეზინფორმატორი არხები“,-წერია სტატუსში.

Facebook Comments

ახალი დადებული