არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება. წილისყრის პროცედურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომაზე ჩატარდება, რომელზეც ცესკოში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება. წილისყრა კი ეხება იმ პარტიებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობით უფლება არ აქვთ გამოიყენონ წინა არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკოშირეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს, 4 სექტემბრის ჩათვლით, უკვე მომართა 10-მა უფლებამოსილმა საარჩევნო სუბიექტმა რიგით ნომრების მინიჭებასთანდაკავშირებით. ამასთან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ასევე აქვთ უფლება მომართონ ცესკოს რიგით ნომრებთან დაკავშირებით.

„პარლამენტის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების რიგითი ნომრები განისაზღვრება.

საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ბლოკების შემთხვევაშიც განსაზღვრავს წინა საერთო არჩევნებზე გამოყენებული რიგითი ნომრების გამოყენების წესს. საარჩევნო ბლოკებისთვის რეგისტრაციის მიზნით ცესკოსთვის მომართვის ბოლო ვადა 18 სექტემბერია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული საკანონმდებლო ვადების გათვალისწინებით, ცესკოს ექნება წილისყრის პროცედურის ჩატარებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების მინიჭების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ცესკო წლებია, კანონმდებლობით დადგენილ ბოლო ვადაზე მაქსიმალურად ადრე ატარებს წილისყრის პროცედურას.შესაბამისად, მიმდინარე არჩევნებისთვისაც, ცესკოგეგმავს რიგითი ნომრების განსაზღვრას კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში. (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (მუხლი 38¹) საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა – მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბერი)“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული