არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებსა და ბრალდებებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას“.

როგორც თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით.

,, გასული 10 წლის მანძილზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი აშშ-ს მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიში, სადაც საქართველო ერთერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით. ხაზგასმულია, აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად Pace ტერმინალისათვის და ლიბერთი ბანკისათვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული