ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა მთელ მსოფლიოში შემცირდა

საბედნიეროდ, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა თუ ვირუსის დასაწყისში იყო 5 პროცენტი, ახლა მსოფლიოში 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი ადამიანიდან რეანიმაციული დახმარება შეიძლება სჭირდებოდეს 10-30 ადამიანს, ამიტომ არამგონია, რომ საქართველოში რთული ზომების გატარება გახდეს საჭირო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გრადაცია არის უსაფრთხოების მაჩვენებელი, როდესაც ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის მზაობა და შესაბამისი ღონისძიებები მყისიერად და ავტომატურად ხორციელდება, ჩვენი ქვეყნის მოცულობის, ჯანდაცვის სისტემის და ბევრი პარამეტრის გათვალისწინებით, ასიათას მოსახლეზე 10-მდე შემთხვევა მწვანე ზონად მიიჩნევა, 10-დან 30-მდე ყვითელ, ანუ გარდამავალ ზონად და 30-ის ზემოთ ეს არის განგაშის გამოცხადების ზღვარი, ჯერჯერობით ჩვენ ვართ ათიან ნიშნულთან, მართალია ყვითელია ეს, მაგრამ 30-მდე ძალიან შორს ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უსაფრთხოების წითელ ნიშნულში არ გადავიდეთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, მსოფლიოში გაიზარდა ინფექციის ამოცნობა და შესწავლილია ბევრი პარამეტრი.

„ჩვენ იმ ზომამდე არ უნდა მივიდეთ, რომ მძიმე პაციენტებისთვის საწოლი არ გვქონდეს, რაც ძალიან რთულად წარმოსადგენია, რადგან საბედნიეროდ, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა თუ ვირუსის დასაწყისში იყო 5 პროცენტი ახლა მსოფლიოში 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი ადამიანიდან რეანიმაციული დახმარება შეიძლება სჭირდებოდეს 10-30 ადამიანს, ამიტომ არამგონია, რომ საქართველოში რთული ზომების გატარება გახდეს საჭირო“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments

ახალი დადებული