ზუგდიდში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავარუდოდ, გიული ალასანია იქნება

ზუგდიდში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავარუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იქნება.

პარტიის წევრის კობა ნაყოფიას თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 15 სექტემბერს არის დაგეგმილი.

„ზუგდიდში სავარუდოდ იქნება ქალბატონი გიული ალასანია. ეს შემიძლია გითხრათ. აუცილებლად გაიმარჯვებს ქალბატონი გიული, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენი გეგმა გვაქვს და ვიბრძვით გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კობა ნაყოფიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული