თაკო ჩარკვიანის კონტაქტების სია 110-კაციანია – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 110-კაციანია იმ ადამიანთა სია, ვისთანაც მათ კოვიდინფიცირებულ წევრს, თაკო ჩარკვიანს ჰქონდა კონტაქტი. 

“ვერ ვხედავ ამ კრიზისისთვის მძლავრ მომზადებას იმიტომ რომ ამ დრომდე არავინ არ შეგვეხმიანა არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან. 110-კაციანი სია, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა თაკო ჩარკვიანს ჩვენ თვითონ მოვიკვლიეთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ არის. იმედი მაქვს ახლა მაინც იქნება ტესტირების შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტესტი გაუკეთდეს სულ ყველას იმიტომ, რომ ფასიანი ტესტი ძვირია და შესაბამისი მარაგები სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს” – განაცხადა ვაშაძემ. 

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან დაინფიცირდა, რომლის შემდეგაც ის სტუმრად იმყოფებოდა “ტვ პირველის” სტუდიაში და მას იგივე მიკროფონი გაუკეთეს, რომლითაც მანამდე ლევან გოგიჩაიშვილმა ისარგებლა. 

Facebook Comments

ახალი დადებული