თბილისში, არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.

კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დაახლოებით ერთი წლის წინ გააჟღერა ინიციატივა, ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, რამაც სოციალურ ქსელებში მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა.

როგორც ნიბლოშვილმა აღნიშნა, კომისია საზოგადოებას სთავაზობს მოსაზრებას, ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი დაერქვას.

Facebook Comments

ახალი დადებული