თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ჩვენთვის იმისთვის არის საჭირო, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი რისკები და ამისთვის ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭრდება ორი კვირა. ამის შემდგომ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველაფერთან ერთად, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა როგორც მისი ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხანდაზმულებზე ყუარდღების გამახვილება“, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული