კორონავირუსი თაკო ჩარკვიანის მეუღლესაც დაუდასტურდა

თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის თვითიზოლ;აციაში იმყოფება და ტესტირებაც ჩაიტარა, რადგან თაკო ჩარკვიანს და ჯონი გიგანს COVID 19 დაუდასტურდათ. 

„სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ“,– წერს გიორგი ვაშაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული