„კურიერის“ ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი თაკო ჩარკვიანისგან გადაედო

“კურიერის” ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მისი ინფიცირების წყარო თაკო ჩარკვიანი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ “დღის კურიერის” სტუმარი იყო.

“დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ,  ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა, სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც, შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდნენ,”- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული