მარიამ ჯაშმა კორონავირუსზე ტესტის პასუხი მიიღო

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრმა, დეპუტატმა მარიამ ჯაშმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი მიიღო.

მისი ინფორმაციით, პასუხი უარყოფითია, როგორც PCR ტესტის, ისე სეროლოგიური კვლევის. 

დეპუტატმა იზოლაციიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. 

“პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენს მეგობრებსადა სრულიად უცხო ადამიანებს, რომელთა ზარები და მესიჯები არ წყდება.გოგიჩას და ვიკას ამბავთან ერთად გვკითხულობთ და გვგულშემატკივრობთმთელ ჩვენს გუნდს, რომელიც გადასული ვართ 12 დღიან თვითიზოლაციაში. ვიცი რომ გაგიხარდებათ. რამდენიმე წუთის წინ მივიღე შეტყობინებადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან. ჩამიტარდა ორი ტესტი -ე.წ. ოქროს სტანდარტი PCR და ასევე სეროლოგიური ანუ ანტისხეულებისგანმსაზღვრელი. ორივე ტესტი არის უარყოფითი. ეს ნიშნავს, რომ არც დღესდა არც ადრე, არ მქონია კოვიდ-19 და არც ერთ ადამიანს, ვისთანაც მქონია შეხვედრა ბოლო დღეებისა თუ კვირეების მანძილზე არ ემუქრება არანაირირისკი. ტესტის პასუხების მოლოდინში ყველაზე მძიმეა ფიქრი, რომ შესაძლოაგამხდარიყავი სხვების ინფიცირების წყარო, ისე, რომ არც გცოდნოდა.საბედნიეროდ ეს გამოირიცხა. სწორედ ამიტომ გოგიჩას გულწრფელად ვუხდი მადლობას, რომ პირველივესიმპტომების დროს დაუყოვნებლივ ჩაიტარა ტესტი და ამ ნაბიჯით უამრავიადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვა. დღეს მოგმართავთ როგორც ექიმი და საზოგადობრივი ჯანდაცვისსპეციალისტი. საქართველოში ეპიდსიტუაცია ნამდვილად რთულდება დაკიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების წესები. გავიხსენოთ როგორ ვიქცეოდით გაზაფხულზე კოვიდის პირველი ტალღისდროს. ჩვენს ექიმებთან ერთად პირველი ტალღის გადალახვაში უდიდესიროლი სწორედ თქვენ – ჩვენმა საზოგადოებამ ითამაშეთ. დღესაც, ყველანი, სრულიად საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა ჩავდგეთჩვენი ქვეყნის სამსახურში და მეორე ტალღის გადატანაშიც დავეხმაროთჩვენს სახელმწიფოს და ერთმანეთს. დღეს საგანგებოდ არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე – რადგან უმთავრესიჯანმრთელობა და სიცოცხლეა. პოლიტიკა სხვა ლაივებისთვისაც მოიცდის” – განაცხადა ჯაშმა. 

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯაშის თანაგუნდელს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული