მარინა ეზუგბაია: დღეს პირველად გავიკეთე პირბადე, რადგან ღია სივრცეშიც აუცილებელი გახდა თავდაცვა

კოვიდ19-ის 87 დადასტურებული შემთხვევიდან 29 შემთხვევა ბათუმისაა, 24 -ქუთაისის სკოლის, 12 პაციენტი- დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 5- აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, 4- შემოტანილია, 3- სამედიცინო პერსონალია, 10-ზე კი, მიმდინარეობს კვლევა.-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

​მისივე თქმით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 536. პაციენტი, აქედან 4 – კრიტიკულად მძიმეა. 

„​ამ ეტაპზე გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება.  მეორე ტალღაზე არ ვსაუბრობთ, რადგან მეორე ტალღას ვუკავშირებთ გვიან შემოდგომას. ამ ეტაპზე მატება უკავშირდება რეგულაციების შესუსტებით გამოწვეულ მოსახლეობის მობილობის მატებას“,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახლა არის სიტუაციაა, როცა გარე პერიმეტრზე უკვე საჭირო გახდა პირბადის ტარება. ეზუგბაიამ მოქალაქეებს, მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები.

„დღეს მთავარი ეს არის. ქვეყანაში კოვიდი არსებობს, არსად წასულა. შემცირებული შემთხვევები საფუძველი იყო მობილობების გაზრდის, რასაც შედეგად მოჰყვა ეპიდსიტუაციის გამძაფრება. ჯერჯერობით მწვანე ზონიდან გასულები ვართ, მაგრამ უმნიშვნელო მონაცემებით. თუ ასე შევინარჩუნებთ სიტუაციას, დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის. მთავარი ჩემი აზრით მოსახლეობაზეა დამოკიდებული. მე პირველად გავიკეთე პირბადე. რადგან დაგანახოთ, რომ თავდაცვა არის პირბადის ტარება, ხელის დაბანა და და დისტანცირება. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ გარე პერიმეტრზე უკვე საჭირო გახდა პირბადის ტარება, მოქალაქეებს მოვუწოდებ, დაიცვან რეგულაციები“,-განაცხადა მან.

მარინა ეზიგბაიას განცხადებით, 8 თვის გამოცდილებით პროცესის მართვა უფრო ადვილია, თუმცა ბევრია დამოკიდებული მოსახლეობაზე. 

„ათეული შემთხვევა არ გვაშინებს. სახელმწიფომ დაგანახათ მყისიერი მოქმედება და შემდგომშიც ასე იქნება“.

მისივე თქმით, პაციენტები, რომლებიც მსუბუქი ფორმით მოთავსდებიან საავადმყოფოში, ყველა რისკების გათვალისწინებით, გადავლენ სპეციალურად შექმნილ საკარანტინე სივრცეებში, სასტუმროებში, სადაც მოხდება მათზე დაკვირვება და მკურნალობა. ეზუგბაიას თქმით, 3 დიდი სასტუმრო, რომელიც შეესაბამება თავისი ინფრასტრუქრტურით, მოახდენს სამედიცინო დაწესებულებების განტვირთვას. 536 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რომელსაც დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკავდება. 2-ჯერ და 3-ჯერ მეტსაც გაუმკლავდება“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული