Comedy Wildlife Photography Awards-ის კონკურსის ორგანიზატორებმა 2020 წლის ფინალისტები დაასახელეს.
გამარჯვებულებს 22 ოქტომბერს გამოავლენენ.
წელს ფინალში 44 ფოტო მოხვდა, რომელთა შორისაა: მომღიმარი თევზი, გაჭედილი ენოტი, გაცინებული მაიმუნი და გაკვირვებული წავი.
კონკურსი პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა და ცხოველთა დამცველებმა, პოლ ჯეისონ-ჰიკსმა და ტომ სალამმა დააარსეს. ჟიურის წევრები არიან მწერლები, მსახიობები, ექსპერტები და ფოტოგრაფები.
ჟიური ირჩევს ყველაზე სასაცილო ფოტოს ველური ბუნებიდან. აფასებს კადრს და მის სახელწოდებას.
გამარჯვებული 1 კვირით გაემგზავრება საფარიზე კენიაში.



Facebook Comments